Saturday, February 2, 2013

კლასიკური მუსიკა





კლასიკური მუსიკის წარმოშობა, ტრადიციები დასავლეთ საეკლესიო და საერო მუსიკას უკავშირდება. მოიცავს ფართო პერიოდს დაახლოებით მე -11 საუკუნედან დღემდე.  მუსიკის ამ ტიპის ძირითადი ტრადიციები ჩამოყალიბდა 1550-1900 წლებში.

 ტერმინი „კლასიკური მუსიკა“ გამოჩნდა მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში, რაც მიზნად ისახავდა იოჰან სებასტიან ბახიდან მოყოლებული ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ჩათვლით არსებული ტრადიციების კანონიზებას. ტერმინი პირველად ნახსენებია ოქსფორდის ინგლისურ ლექსიკონში





 სიტყვა ,,კლასიკურს" მკაცრი განმარტება არა აქვს. igi konteqstis mixedviT sxvadasxva mniSvnelobas iZens.
    klasikuri musika hqvia warsulis musikas, romelmac gauZlo drois gamocdas da romelsac hyavs Tanamedrove auditoria. dRes klasikurad iTvleba ara mxolod umaRlesi musikaluri xelovnebis mwvervalebi, aramed warsulis gasarTobi Janrebis saukeTeso magaliTebi : magaliad, XIX-XX ss franguli, venisa da ungruli operetis mwvervalebi, iohan Strausis valsebi da a.S.
    istoriaSi klasikur musikad miRebulia XVIIIs-is bolo da XIX s-is dasawyisis musika.tipologiuri TvalsazrisiT ,,klasikuri” xSirad ewodeba ,,akademiur” musikas, romelic ukavSirdeba XVII-XIX ss-Si evropaSi Camoyalibebul musikalur Janrebs : operas, simfonias, sonatas...
    musikaluri kulturis ganviTareba Cv.w.a. V-XIV ss moicavs. am dros evropaSi musikaluri kulturis axal saxeobas- feodalurs Caeyara safuZveli, romelic aerTianebda profesionalur xelovnebas, samoyvarulo muzicirebasa da folklors.am dros gasayidad Semovida axali musikaluri instrumentebi, romelTa Sorisac iyo aRmosavleTidan Semosuli instrumenebic. glexebis sazogadoebaSi ganviTarda folklori.  
aRmavlobis epoqis musikas, anu renesansi musikas uwodeben evropuli musikis ganviTarebis periods, romelic daaxloebiT 1400- 1600 ww moicavs. italiaSi musikis xelovnebisTvis axali epoqa daiwyo XIV s-Si. niderlandurma skolam mwvervals miaRwia XV s-Si, ris Semdegac misi ganviTareba sul progress ganicdida. aRmavlobis niSnebi naTlad gamoikveTa safrangeTSi XVI s-Si, Tumca misi SemoqmedebiTi miRwevebi iqamdec udavo da udidesi iyo. XVI s-s miekuTvneba germaniis, inglisisa da sxva qveynebis xelovnebis ganviTareba

           



                                                  სიმფონია

სიმფონია — სონატურ-ციკლური ფორმის ნაწარმოები, რომელიც განკუთვნილია სიმფონიური ორკესტრისათვის. სიმფონია მუსიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჟანრია. ზოგჯერ მასში ჩართულია გუნდი და მომღერალი სოლისტები. სიმფონია იქმნება სიმებიანი, სასულე, ხალხური და სხვა. ორკესტრებისათვის სიმფონია ჩვეულებრივ 4 ნაწილისაგან შედგება: პირველი ნაწილი — სონატური ალეგროს ფორმით; მეორე — ნელი, ლირიკული; მესამე — მენუეტი ან სკერცო, მეოთხე — ფინალი, ხშირად რონდოს ფორმის სასიმღერო-საცეკვაო თემებით.             




                                                                               ოპერა
ოპერა (იტალ. opera) — თეატრალური წარმოდგენის მხატვრულ-დრამატული ფორმა, რომელშიც მოქმედება ძირითადად მუსიკით (სიმღერითა და აკომპანემენტით) სრულდება. ოპერა ლათინური სიტყვაა და ნიშნავს თხზულებას. ოპერა არის სინთეზური, მასში გაერთიანებულია სიმღერა, სცენური მოქმედება, ინსტრუმენტული მუსიკა, დრამა და ა.შ. ოპერის საორკესტრო შესავალს ჰქვია უვერტიურობა, ოპერის ტექსტს ლიბრეტო, ხოლო ოპერის მოქმედებებს ჰქვია აქტები. ოპერაში გვხვდება მელოდიას მოკლებული სიტყვიერი ტექსტი, რომელსაც ეწოდება რეჩიტატივი. ოპერაში მომღერალი თავის გრძნობებს გადმოგვცემს არიით. ორი მომღერლის მღერას ჰქვია დუეტი





                                               ოპერეტა


სიტყვა ოპერეტა (ფრანგ.: opérette, გერმ.: operette, იტალ.: operetta) - იტალიურია. სიტყვა-სიტყვით თუ ვთარგმნით, ნიშნავს პატარა ოპერას,ხოლო შინაარსით - გასართობი ხასიათის მსუბუქი ოპერა, სადაც სიმღერასთან ერთად სალაპარაკო ელემენტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. სწორედ ამ ნიშნით განსხვავდება ოპერეტა ჩვეულებრივი ოპერის ჟანრისგან.

ოპერეტის შინაარსი, ანუ ლიბრეტო ძირითადად აღებულია ანეკდოტური და სამხიარულო სიუჯეტებიდან. იუმორის, სატირის მეშვეობით აქ სააშკარაოზეა გამოტანილი ადამიანთა უარყოფითი თვისებები, სასაცილო თავგადასავალი და სხვა. შინაარსის შესაბამისად, მუსიკაც მსუბუქია, მხიარული, ნათელი ფერებითაა აღსავსე. ამგვარი მუსიკა მსმენელის მიერ ადვილად აღიქმება.

ოპერის ჟანრი წარმოიშვა XIX საუკუნეში. თავის დროზე იგი საზოგადოების დიდმა ნაწილმა არასერიოზული მუსიკის ჟანრს მიაკუთვნა. მიუხედავათ ამისა, ოპერეტამ მტკიცედ მოიკიდა ფეხი სცენაზე. ოპერეტის ყველაზე თვალსაჩინო კომპოზიტორია ჟაკ ოფენბახი. მან 100-ზე მეტი ოპერეტა დაწერა.

წართული ოპერეტის ნიმუშები მრავლად მოგვეპოვება. სპექტაკლები ამჟამად იდგმება ვ.აბაშიძის სახ. მუსიკალური კომპედიის თეატრის სცენაზე. ქართული ოპეერეტის ავროტები არიან: რევაზ ლაღიძე, გიორგი ცაბაძე, სულხან ცინცაძე, ვაჟა აზარაშვილი, შოთა მილორავა და სხვანი. ოპერეტის ჟანრმა კინოხელოვნებაშიც გადაინაცვლა, ასე წარმოიშვა "მიუზიკლი". ქართული კინომიუზიკლის არაჩვეულებრივი ნიმუშებია "ვერის უბნის მელოდიები", "აურზაური სალხინეთში"  

სოული

სოული (ინგ. Soul - სული) კომბინაციაა რითმ-ენდ-ბლიუზისა და გოსპელის , რომელიც გვიანდელ 1950-იანებში ჩაისახა აშშ -ში. თავად რითმ ენდ ბლუზი (ტერმინი პირველად გამოიყენა მწერალმა და პროდიუსერმა ჯერი ვექსლერმა) კომბ
ინაციაა ბლუზისა და ჯაზის და წამოვიდა 1940-იან წლებში მცირე ჯგუფებისგან, რომლებიც საქსოფონზე უკრავდნენ
 ბლიუზის  რადიციების გავლენით. სოულისთვის დამახასიათებელია გოსპელის ინსტრუმენტების გამოყენება, აქცენტი ვოკალურ შესრულებაზე და რელიგიური და სეკულარული თემების შერწყმა. 

YouTube Video




ქართული საგალობელი

ქრისტიანული საგალობელი ქრისტეშობიდან  პირველ საუკუნეებში იმპროვიზაციულად ვითარდებოდა. ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ იყო 
ჩამოყალობებული კანონიკური სისტემა, რომელიც  საგალობლის, როგორც საეკლესიო_დოგმატური მოვლენის კომპოზიციური განვითარების საკითხებს განსაზღვრავდა. თუმცა I_II საუკუნეებში უკვე იქმნებოდა ჰიმნების, ფსალმუნების, სამადლობელი ლოცვების მუსიკალური ვარიანტები. ამ ნიმუშებს თავიდან ებრაული, შემდგომ კი ელინისტური წარმართული პოეზიისა და მუსიკის კვალი გასდევდა. ამიტომ უკვე III საუკუნეში ეკლესიის მამათა მოწადინებით ჩამოყალიბდა საეკლესიო მუსიკის შექმნის და შესრულების თავისებურებები. პირველად ამ საკითხს პრესვიტერი კლიმენტი ალექსანდრიელი შეეხო. მისი განმარტებით, მუსიკა, პირველ რიგში, ღვთისმსახურების შემამკობელი და ზნეობის განმამტკიცებელი საშუალებაა. ასეთი დანიშნულებისათვის კი შეუძლებელია გამოვიყენოთ სულის ამაფორიაქებელი, მრავალფეროვანი ჰანგები. საეკლეიო მელოდია, კლიმენტი ალექსანდრიელის თქმით, ნაკლებ ემოციური უნდა იყოს.  
    
        IV საუკუნიდან, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, იწყება ქართული საგალობლის ისტორია. არ არსებობს ზუსტი ცნობა იმის შესახებ, თუ რომელი საუკუნეში შეიქმნა ქართული გალობის პირველი ნიმუში. VI საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწის საბა განწმედილის ანდერძი გვამცნობს, რომ ,,ივერიელებს დაასურელებს ნება არა აქვთ ჟამისწირვა შეასრულონ თავიანთ ეკლესიაში. აქ მათ შეუძლიათ წარმოთქვან ჟამნობა, შეასრულონ სამხრობა, წაიკითხონ თავიანთ ენაზე სამოციქულო და სახარება”. IV საუკუნეში ქართული ღვთისმსახურება ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო. შესაბამისად ნაადრევია საუბარი ამ ეპოქაში ორიგინალური ქართული გალობის არსებობაზე. სულ სხვა სურათს აღწერს X საუკუნის მოღვაწე გიორგი მერჩულე ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში”: ,,ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულისა ენისათა ჟამი შეიწირვის და  ლოცვა ყოველი აღესრულების, ხოლო კვირიე ელისონი ბერძნულად ითქუმის, რომელ ამას ქართულად ,,უფალო წყალობა ყავ”, გინა თუ ,,უფალო შეგვიწყალენ’’. რამდენადაც გრიგოლ ხანძთელის პერიოდში სრული ღვთისმსახურება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, ბუნებრივია, მისი შემადგენელი მუსიკალური ნაწილიც ეროვნულ საწყისებზე იქნებოდა დაფუძნებული.


 მართლაც, ქართული საგალობლის აყვავების ხანა IX_XII საუკუნეებია. ცნობილია ისიც, რომ ამ პერიოდის ქართულ ეკლესია_მონასტრებთან (როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ) არსებულ სასულიერო სემინარიებსა და აკადემიებში 
დიდი ადგილი ეთმობოდა საეკლესიო გალობის სწავლებას. XII საუკუნის საქართველოს უკვე თავისი კომპოზიტორებიც ჰყავდათ. ცნობილი ქართველი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი წერს: ,,საგალობლის სიტყვების თარგმნა თუ შეთხზვა და მისთვის საგანგებო ჰანგების დაწერა, თუ ამაზე უწინარეს არა, მაინც და მაინც XII საუკუნის დამდეგს უკვე სხვადასხვა სპეციალობად ყოფილა ქცეული. ამ დროს საქართველოს უკვეჰყოლია ისეთი პირები, რომლებიც მხოლოდ ჰანგსა თხზავდნენ. სიტყვიერი შემოქმედების ნაწარმოებისთვის ჰანგის ამნაირს შეთხზვას მაშინ ხმისა დადებაი და ასეთი სამუშაოს დაწყებას ხმისა დადების ხელყოფაი ჰრქმევია”. ქართული საგალობლის განვითარება დაკავშირებულია ისეთი დიდი მოღვაწე მამების სახელებთან, როგორებიც არიან არსენ იყალთოელი, იოანე ზოსიმე, იოანე მინჩხი, მიქაელ მოდრეკილი, იოანე მტბევარი, ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელები.                      

           ქართულმა საგალობელმა განვითარების რთული გზა განვლო. XII საუკუნის შემდგომ ომებით იავარქმნილ საქართველოში საეკლესიო მუსიკაზე ზრუნვამ ლოკალურ გარემოში გადაინაცვლა. ქართული საგალობლის ფენომენი ცალკეული მგალობლების და დაინტერესებული პირების წყალობით შემორჩა ისტორიას. XIX საუკუნეში სამოციანელთა მოძრაობის პარალელურად ქართული გალობის აღდგენა_ჩაწერაზე დაიწყეს ზრუნვა. ქართული გალობის მოამაგეების მღვდელ-მონაზონ ექვთიმე კერესელიძის, დეკანოზ ბასილი კარბელაშვილის და მისი ძმის პოლიევქტოსის, ფილიმონ ქორიძის და სხვების ძალისხმევით ქართული გალობა მივიწყებას გადაურჩა.

ქრისტიანული გალობის დანიშნულება ღმერთის  ჭეშმარიტი შეცნობა და თაყვანისცემა უნდა იყოს,  რადგან როგორც წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებდა: ,,არაფერი ისე არ ამტკიცებს მეხსიერებას, როგორც მელოდია-. წინასწარმეტყველმა შექმნა ეს ჰანგები იმისათვის, რომ მელოსითა და სატნოებით აღვსილმა ადამიანებმა  მუდმივად იგალობონ ისინი, როგორც ხანგრძლივი სწავლება სინანულის შესახებ”

Friday, February 1, 2013

როკი



როკ-მუსიკა — მუსიკის პოპულარული ჟანრი, რომელიც განვითარდა 1960-იანების შემდეგ, განსაკუთრებით ამერიკასა და ბრიტანეთში. მას ფესვები 1940 და 1950-იანების როკ-ენ-როლიდან აქვს. როკ-მუსიკაზე დიდი გავლენა იქონია R&B და ქანთრი მუსიკამ
როკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტებია ელექტრო გიტრა ბას-გიტარა და დრამი.
   1950-იანი წლებში აშშ და მთელი მსოფლიო გატაცებული იყო როკ-ენ-როლით ვინაიდან ამ ჟანრს მრავალი, ფართე მსმენელისთვის საკამოდ მიმზიდველი თვისება ჰქონდა. ეს ეხება როგორც წმინდა მუსიკალურ ასპეკტს-ადვილად დასამახსორებელი მელოდია, შედარებით მარტივი ჰარმონია, ისე შინარსობრივ ასპეკტსაც, რაც გამოიხატება სასიყავრლო ტექსტებსა და საცეკვაო რიტმებში. აღსანიშნავია, რომ როკ-ენ-როლი ყოველთვის ასოცირდება ახალგაზრდობასთან, რაც არ არის გასაკვირი მისი განსაკუთრებული ენერგეტიკიდან გამომდინარე.
Add caption

ამ პერიოდში თითქმის ყველა ჯგუფი როგორც აშშ-ში, ისე დიდ ბრიტანეთში, იწყებდა თავის მოღვაწეობას, როგორც როკ-ენ-როლის შემსრულებელი. მაგრამ დროთა განმალობაში ზოგიერთ, პროგრესულად განწყობილი მუსიკოსი თუ ჯგუფი, ცდილობდა გაერღვია როკ-ენ-როლის ჩარჩოები და მის საფუძველზე შეექმნა განსხვავებული სტილის მუსიკა. დიდი ბრიტანეთ მიუხედავათ ცხოვრების კონსერვატიული ტრადიციებისა, ყოველთის უსწრებდა აშშ-ს ნოვატორული იდეების ჩამოყალიობებაში. 1950-იანი წლების მიწურულს ბრიტანელ მუსიკოსთ გარკვეულმა ნაწილმა შემოიტანა როკ-ენ-როლისგან განსხვავებული ელემენტები - რილიური ბალადა და ეროვნულ ე.წ "Sciffle"-ტრადიოვიებზე აგებული არაორდინალური კომპოზიციების კულტურა. ამ მოვლენებს ადრინდელი ბრიტანული როკის (Early british rock) სახელი მიენიჭა და მათ მოუმზადეს ნიადაგი როკ მუსიკის, როგორც მიმდევრობის ჩამოყალიბებას. ამ მიმართულების წარმომადგენლები თავის შემოქმედებაში იყენებდნენ როგორც რიტ-ანდ-ბლუზის და როკ-ენ-როლის მუსიკალურ მიღწევებს, ისე საკუთარ, ეროვნულ ელემენტებს, რაც საკმაოდ მოულოდნელ ეფეკტს იძლეოდა. მუსიკის ტემპები ვარირდება ნელი ბალადიდან სწრაფ ცეკვამდე, საკრავიერი თანახლება საკმაოდ მძიმეა, ვოკალში თანდათანობით ჩნდება როკისთვის დამხასიათებელი "ხრინციანობა", შემსრულებელთ ქცევა სცენაზე უფრო და უფრო ნერვიულ- აგრესიული ხდება. ადრინდელი ბრიტანული როკის მწვერვალი - ჯგუფების "The Beatles" და "The Rolling Stones" შემოქმედებაა.




ამავდროულად აშშ-ს ახალგაზრდობა ასევე იმყოფებოდა ახალი ტენდეციების ძიებაში, რის შედეგადაც მივიღეთ საინტერესო მიმდინარეობა, სადაც მუსიკი ტემპი საგრძნობლად შენელდა, ისტრუმენტული თანხლება დამძიმდა მძიმე, ხოლო ვოკალირი პარტია წამოიწია წინა პლანზე და ნაკლებად ჟღერადი გახდა. ვინადიან, მუსიკოსები ამ მიმართულებით საკუთარ ექაპერიმენტებს მეტ წილად მშობლების ავტოფარეხებში ატარედნენ, მუსიკის ეს მიმართულება "ავტოფარეხის როკის" (Garage rock) სახელითაა ცნობილი. აღსანიშნავია ასევე აშშ-შ გავრცელებული კიდე ერთი მიმდინარეობა, რომლემაც მსოფლიო როცკ-მუსიკის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. - ე.წ. "სიორ მუზიქ" (Surf music) ეს მიმართულება როკის საკრავიერი განშტოების წინამორბედია, რადგანაც მას არ გააჩნია ვიკალური პარტია. სიორფ-მუსიკოსები ძირითადად ასრულებდნენ საცეკვაო ხასიათის კომპოზიციებს, რომლებიც როკ-ენ-როლისგან განსხვავებით უფრო დიდი დაძაბულობით გამოირჩეოდნენ, ითხოვდნენ შემსრულებლისგან საკმაოდ მაღალ ტექნიკურ მომზადებას და ხშირ აზიურ მუსიკისთვის დამახასიათებელ ელემეტებს შეიცავდნენ. გარდა ამისა ყველაზე დიდი ყურადღება ეთმობა სოლისტის იმპრივიზაციას.





ბლუზი


    ბლუზის სამშობლო ამერიკის შეერთებული შტატებია და მისი პირველი შემსრულებლები აფროამერიკელები იყვნენ. ამიტომ მას ხანდახან შავკან უწოდებენ.სავარაუდოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში.ეს მუსიკალური სტილი წარმოიშვა ინგლისური და შოტლანდიური ბალადების, შავკანიანთა შრომის სიმღერებისაგან.  ბლუზის ძირითადი მონახაზი როგორც წესი, 12 ტაქტიანია. ტიპიური ინსტრუმენტები, რომლებიც გამოიყენება ბლუზის შესრულებისას: გიტარა, ფორტეპიანო, ჰარმონიკა, ბასი, ჩასაბერებიდან - საყვირი, საქსოფონი, ტრომბონი და დასარტყამები.  მელოდიურად ბლუზის განმასხვავებელი ნიშანია დადაბლებული მესამე, მეხუთე და მეშვიდე საფეხურების გამოყენება, ამას უწოდებენ "blue ნოტებს".რაც შეეხება ტექსტს, თავდაპირველად მარტო ერთხაზიანი იყო, რომელიც მეორდებოდა სამჯერ, რათა წრე შეკრულიყო (AAA ფორმა ეწოდება). შემდეგ უფრო სტანდარტული გახდა ორი ხაზის გამეორება და მესამე-განსხვავებული, დასკვნის სახით (AAB). ძირითადად ბლუზი ისე იმღერებოდა, რომ ნახევრად რითმული ლაპარაკი ჟღერდა, ნახევრად კი - მელოდია.

  თავდაპირველად ბლუზის ძირითადი თემა იყო დარდის, უკმაყოფილების გამოხატვა არსებული რეალობის მიმართ.   ბლუზის პირველ  შემრსულებლებს შორის არიან რობერტ ჯონსონი, ბრმა უილი ჯონსონი, ჰენრი ტომასი და სხვები.  ბევრი სხვა სტილის მსგავსად, ბლუზსაც ერთ დროს ”ეშმაკის მუსიკას” უწოდებნ და ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ხალხს ძალადობისკენ უბიძგებდა. თუმცა 20-იანი წლების შემდეგ თეთრკანიანებმაც გაბედეს და დაიწყეს ბლუზის მოსმენა და მოგვიანებით შესრულებაც.  



გოსპელი





  გოსპელი  სასულიერო ქრისტიანული მუსიკის ჟანრია, რომელიც აშშ-ში განვითარდა XX საუკუნის პირველ მესამედში. გამოირჩევა შავკანიანთა და თეთრკანიანთა გოსპელი. მათ ერთმანეთთან აკავშირებს ის ფაქტი, რომ ორივე აშშ-ის სრეთ შტატების მეთოდისტური ეკლესიის წრეებში დაიბადა. 
თეთრკანიანთა გოსპელი, როგორც რელიგიური მუსიკის ჟანრი, განვითარდა XIX საუკუნის ბოლოს ხალხური მელოდიების ქრისტიანულ ჰიმნებთან შერევით. დროთა განმავლობაში გოსპელმა მუსიკალურ ინდუსტრიაში საკუთარი ადგილი მოიპოვა.



      გოსპელის ერთ-ერთ პირველ წარმატებულ შემსრულებელთა შორის იყო კოლექტივი „Carter Family“, რომელთა გრამფირფიტები 1920-30-იან წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.  შავკანიანთა გოსპელის ჟანრი 1930-იან წლებში განვითარდა აფროამერიკელთა ეკლესიური წრეებში და სპირიჩუელსის ტრადიციას აგრძელებდა. თუმცა ამ უკანასკნელისგან ის ცოცხალი შესრულებითა და საცეკვაო რიტმების გამოყენებით გამოირჩეოდა. მასში მეტი სპონტანური რეპლიკები და იმპროვიზაცია იყო. ამ ჟანრის დედოფლად საყოველთაოდ აღიარებულია მაჰალია ჯექსონი.   პოპულარულ მუსიკაში გოსპელს ასრულებდნენ რეი ჩარლზი, ელვის პრესლი, ლიტლ რიჩარდი და ჯონი კეში.

ჯაზი




მუსიკალური  მიმდინარეობა ჯაზი XXსაუკუნის დასაწყისში გაჩნდა ამერიკის სამხრეთ შტატებში და შემდეგ მისგან რამდენიმე განსხვავებული სტილი ჩამოყალიბდა. ჯაზი აღმოცენდა ბლუზზე, რომელიც დასავლეთ აფრიკული კულტურისა და ტრადიციების საფუძველზე ჩამოყალიბდა და რომელსაც საფუძველი დაუდო გათავისუფლებულმა აფრიკელმა მონებმა სამხრეთ ამერიკაში. ჯაზ მუსიკოსი ვინთონ მარსალისი აღნიშნავდა: „ჯაზი შავკანიანთა უცნაური გამოგონებაა...“ საერთოდ პირველი ჯაზ-მუსიკა აფრო-ამერიკელების მიერ იქნა დაკრული ნიუ–ორლეანში.

     ბადი ბოლდენი უკრავდა კორნეტზე და ძირითადად ეს კაცი ითვლება პირველ ნამდვილ ჯაზ მუსიკოსად. ასევე იყვნენ ფრედი კეპარდი , კლარენს ვილიამსი .... ეს მუსიკოსები ხალხის უმრავლესობისათვის უცნობია, თუმცა მათი იდეები ჯერ კიდევ ახდენენ ზეგავლენას იმაზე, თუ როგორ იკვრება დღესდღეობით ჯაზი.  მეორე ტალღა ჯაზმენებისა იყო ჯო ოლივერი, ჯელი როლ მარტონი  და სხვები. ამ მუსიკოსებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი ბენდები, გააუმჯობესეს და გაართულეს შესრულების ტექნიკა და მეტი წარმატებაც მლოიპოვეს. ამ პერიოდის მუსიკა ცნობილია, როგორც „Hot Jazz“ , არანორმალურად სწრაფი ტემპების გამო. 
      ჯო ოლივერმა ნიუ ორლეანში აღამოაჩინა ახალგაზრდა კორნეტისტი, სახელად ლუის არმსტრონგი . მალე ის ერთერთ ყველაზე წარმატებულ და აღიარებულ მუსიკოსად იქცა მსოფლიოში.




   ამ ჯაზმენის მუსიკა ყოველთვის პატივისცემის ღირსია. ჯაზში ბევრია იმპროვიზაცია, როცა თითოეულ მუსიკოსს ნაწარმოებში საკუთარი ბგერითი იდეები შეაქვს.  ეს მუსიკალური საოცრებაა ადამიანს ეკითხებიან რას უკრავს? მაგრამ არცთვითონ არ იცის თუ რა ნაწარმოებს უკრავს...




Thursday, January 31, 2013





მუსიკალური ჟანრი_ არის მუსიკალური ნაწარმოების კატეგორია , რომელიც "ძირითად მუსიკალურ ენას" ან ამა თუ იმ სტილს განეკუთვნება.  მუსიკა ასევე შეგვიძლია განვიხილოთ ისეთი არამუსიკალური კატეგორიის მიხედვით, როგორიცაა გეოგრაფიული წარმოშობა, რაც თავის მხრივ, მრავალ ქვესტისა და თემების (არსი, განწყობა) მიხედვით..