

მუსიკალური მიმდინარეობა ჯაზი XXსაუკუნის დასაწყისში
გაჩნდა ამერიკის სამხრეთ შტატებში და შემდეგ მისგან რამდენიმე განსხვავებული სტილი
ჩამოყალიბდა. ჯაზი აღმოცენდა ბლუზზე, რომელიც დასავლეთ აფრიკული კულტურისა და ტრადიციების
საფუძველზე ჩამოყალიბდა და რომელსაც საფუძველი დაუდო გათავისუფლებულმა აფრიკელმა მონებმა
სამხრეთ ამერიკაში. ჯაზ მუსიკოსი ვინთონ მარსალისი აღნიშნავდა: „ჯაზი შავკანიანთა უცნაური
გამოგონებაა...“ საერთოდ პირველი ჯაზ-მუსიკა აფრო-ამერიკელების მიერ იქნა დაკრული ნიუ–ორლეანში.
ბადი ბოლდენი უკრავდა კორნეტზე და ძირითადად ეს კაცი ითვლება პირველ ნამდვილ ჯაზ მუსიკოსად.
ასევე იყვნენ ფრედი კეპარდი , კლარენს ვილიამსი .... ეს მუსიკოსები ხალხის უმრავლესობისათვის
უცნობია, თუმცა მათი იდეები ჯერ კიდევ ახდენენ ზეგავლენას იმაზე, თუ როგორ იკვრება
დღესდღეობით ჯაზი. მეორე ტალღა ჯაზმენებისა
იყო ჯო ოლივერი, ჯელი როლ მარტონი და სხვები.
ამ მუსიკოსებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი ბენდები, გააუმჯობესეს და გაართულეს შესრულების
ტექნიკა და მეტი წარმატებაც მლოიპოვეს. ამ პერიოდის მუსიკა ცნობილია, როგორც „Hot
Jazz“ , არანორმალურად სწრაფი ტემპების გამო.
ჯო ოლივერმა
ნიუ ორლეანში აღამოაჩინა ახალგაზრდა კორნეტისტი, სახელად ლუის არმსტრონგი . მალე ის
ერთერთ ყველაზე წარმატებულ და აღიარებულ მუსიკოსად იქცა მსოფლიოში.
ამ ჯაზმენის მუსიკა ყოველთვის პატივისცემის ღირსია. ჯაზში ბევრია იმპროვიზაცია, როცა თითოეულ მუსიკოსს ნაწარმოებში საკუთარი ბგერითი იდეები შეაქვს. ეს მუსიკალური საოცრებაა ადამიანს ეკითხებიან რას უკრავს? მაგრამ არცთვითონ არ იცის თუ რა ნაწარმოებს უკრავს...

ამ ჯაზმენის მუსიკა ყოველთვის პატივისცემის ღირსია. ჯაზში ბევრია იმპროვიზაცია, როცა თითოეულ მუსიკოსს ნაწარმოებში საკუთარი ბგერითი იდეები შეაქვს. ეს მუსიკალური საოცრებაა ადამიანს ეკითხებიან რას უკრავს? მაგრამ არცთვითონ არ იცის თუ რა ნაწარმოებს უკრავს...



No comments:
Post a Comment