Friday, February 1, 2013

ბლუზი


    ბლუზის სამშობლო ამერიკის შეერთებული შტატებია და მისი პირველი შემსრულებლები აფროამერიკელები იყვნენ. ამიტომ მას ხანდახან შავკან უწოდებენ.სავარაუდოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში.ეს მუსიკალური სტილი წარმოიშვა ინგლისური და შოტლანდიური ბალადების, შავკანიანთა შრომის სიმღერებისაგან.  ბლუზის ძირითადი მონახაზი როგორც წესი, 12 ტაქტიანია. ტიპიური ინსტრუმენტები, რომლებიც გამოიყენება ბლუზის შესრულებისას: გიტარა, ფორტეპიანო, ჰარმონიკა, ბასი, ჩასაბერებიდან - საყვირი, საქსოფონი, ტრომბონი და დასარტყამები.  მელოდიურად ბლუზის განმასხვავებელი ნიშანია დადაბლებული მესამე, მეხუთე და მეშვიდე საფეხურების გამოყენება, ამას უწოდებენ "blue ნოტებს".რაც შეეხება ტექსტს, თავდაპირველად მარტო ერთხაზიანი იყო, რომელიც მეორდებოდა სამჯერ, რათა წრე შეკრულიყო (AAA ფორმა ეწოდება). შემდეგ უფრო სტანდარტული გახდა ორი ხაზის გამეორება და მესამე-განსხვავებული, დასკვნის სახით (AAB). ძირითადად ბლუზი ისე იმღერებოდა, რომ ნახევრად რითმული ლაპარაკი ჟღერდა, ნახევრად კი - მელოდია.

  თავდაპირველად ბლუზის ძირითადი თემა იყო დარდის, უკმაყოფილების გამოხატვა არსებული რეალობის მიმართ.   ბლუზის პირველ  შემრსულებლებს შორის არიან რობერტ ჯონსონი, ბრმა უილი ჯონსონი, ჰენრი ტომასი და სხვები.  ბევრი სხვა სტილის მსგავსად, ბლუზსაც ერთ დროს ”ეშმაკის მუსიკას” უწოდებნ და ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ხალხს ძალადობისკენ უბიძგებდა. თუმცა 20-იანი წლების შემდეგ თეთრკანიანებმაც გაბედეს და დაიწყეს ბლუზის მოსმენა და მოგვიანებით შესრულებაც.  



No comments:

Post a Comment