ჩამოყალობებული კანონიკური სისტემა, რომელიც საგალობლის, როგორც საეკლესიო_დოგმატური მოვლენის კომპოზიციური განვითარების საკითხებს განსაზღვრავდა. თუმცა I_II საუკუნეებში უკვე იქმნებოდა ჰიმნების, ფსალმუნების, სამადლობელი ლოცვების მუსიკალური ვარიანტები. ამ ნიმუშებს თავიდან ებრაული, შემდგომ კი ელინისტური წარმართული პოეზიისა და მუსიკის კვალი გასდევდა. ამიტომ უკვე III საუკუნეში ეკლესიის მამათა მოწადინებით ჩამოყალიბდა საეკლესიო მუსიკის შექმნის და შესრულების თავისებურებები. პირველად ამ საკითხს პრესვიტერი კლიმენტი ალექსანდრიელი შეეხო. მისი განმარტებით, მუსიკა, პირველ რიგში, ღვთისმსახურების შემამკობელი და ზნეობის განმამტკიცებელი საშუალებაა. ასეთი დანიშნულებისათვის კი შეუძლებელია გამოვიყენოთ სულის ამაფორიაქებელი, მრავალფეროვანი ჰანგები. საეკლეიო მელოდია, კლიმენტი ალექსანდრიელის თქმით, ნაკლებ ემოციური უნდა იყოს.
IV საუკუნიდან, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, იწყება ქართული საგალობლის ისტორია. არ არსებობს ზუსტი ცნობა იმის შესახებ, თუ რომელი საუკუნეში შეიქმნა ქართული გალობის პირველი ნიმუში. VI საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწის საბა განწმედილის ანდერძი გვამცნობს, რომ ,,ივერიელებს დაასურელებს ნება არა აქვთ ჟამისწირვა შეასრულონ თავიანთ ეკლესიაში. აქ მათ შეუძლიათ წარმოთქვან ჟამნობა, შეასრულონ სამხრობა, წაიკითხონ თავიანთ ენაზე სამოციქულო და სახარება”. IV საუკუნეში ქართული ღვთისმსახურება ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო. შესაბამისად ნაადრევია საუბარი ამ ეპოქაში ორიგინალური ქართული გალობის არსებობაზე. სულ სხვა სურათს აღწერს X საუკუნის მოღვაწე გიორგი მერჩულე ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში”: ,,ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულისა ენისათა ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღესრულების, ხოლო კვირიე ელისონი ბერძნულად ითქუმის, რომელ ამას ქართულად ,,უფალო წყალობა ყავ”, გინა თუ ,,უფალო შეგვიწყალენ’’. რამდენადაც გრიგოლ ხანძთელის პერიოდში სრული ღვთისმსახურება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, ბუნებრივია, მისი შემადგენელი მუსიკალური ნაწილიც ეროვნულ საწყისებზე იქნებოდა დაფუძნებული.

მართლაც, ქართული საგალობლის აყვავების ხანა IX_XII საუკუნეებია. ცნობილია ისიც, რომ ამ პერიოდის ქართულ ეკლესია_მონასტრებთან (როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ) არსებულ სასულიერო სემინარიებსა და აკადემიებში
დიდი ადგილი ეთმობოდა საეკლესიო გალობის სწავლებას. XII საუკუნის საქართველოს უკვე თავისი კომპოზიტორებიც ჰყავდათ. ცნობილი ქართველი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი წერს: ,,საგალობლის სიტყვების თარგმნა თუ შეთხზვა და მისთვის საგანგებო ჰანგების დაწერა, თუ ამაზე უწინარეს არა, მაინც და მაინც XII საუკუნის დამდეგს უკვე სხვადასხვა სპეციალობად ყოფილა ქცეული. ამ დროს საქართველოს უკვეჰყოლია ისეთი პირები, რომლებიც მხოლოდ ჰანგსა თხზავდნენ. სიტყვიერი შემოქმედების ნაწარმოებისთვის ჰანგის ამნაირს შეთხზვას მაშინ ხმისა დადებაი და ასეთი სამუშაოს დაწყებას ხმისა დადების ხელყოფაი ჰრქმევია”. ქართული საგალობლის განვითარება დაკავშირებულია ისეთი დიდი მოღვაწე მამების სახელებთან, როგორებიც არიან არსენ იყალთოელი, იოანე ზოსიმე, იოანე მინჩხი, მიქაელ მოდრეკილი, იოანე მტბევარი, ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელები.


ქართულმა საგალობელმა განვითარების რთული გზა განვლო. XII საუკუნის შემდგომ ომებით იავარქმნილ საქართველოში საეკლესიო მუსიკაზე ზრუნვამ ლოკალურ გარემოში გადაინაცვლა. ქართული საგალობლის ფენომენი ცალკეული მგალობლების და დაინტერესებული პირების წყალობით შემორჩა ისტორიას. XIX საუკუნეში სამოციანელთა მოძრაობის პარალელურად ქართული გალობის აღდგენა_ჩაწერაზე დაიწყეს ზრუნვა. ქართული გალობის მოამაგეების მღვდელ-მონაზონ ექვთიმე კერესელიძის, დეკანოზ ბასილი კარბელაშვილის და მისი ძმის პოლიევქტოსის, ფილიმონ ქორიძის და სხვების ძალისხმევით ქართული გალობა მივიწყებას გადაურჩა.
ქრისტიანული გალობის დანიშნულება ღმერთის ჭეშმარიტი შეცნობა და თაყვანისცემა უნდა იყოს, რადგან როგორც წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებდა: ,,არაფერი ისე არ ამტკიცებს მეხსიერებას, როგორც მელოდია-. წინასწარმეტყველმა შექმნა ეს ჰანგები იმისათვის, რომ მელოსითა და სატნოებით აღვსილმა ადამიანებმა მუდმივად იგალობონ ისინი, როგორც ხანგრძლივი სწავლება სინანულის შესახებ”
Casino: 100% Up To $100 Welcome Bonus - KTH
ReplyDeleteCheck out the bonus code 과천 출장샵 for Casino: 남양주 출장샵 100% Up To 강원도 출장마사지 $100 Welcome 안양 출장샵 Bonus. It's a generous amount of money. It'll be 100% up to $100 in 강릉 출장안마 free play.